გაკვეთილის თემა
|
კოსმოსი (შემაჯამებელი- ორი გაკვეთილი )
|
საგანი/პედაგოგი
|
ბუნებისმეტყველება/
ქეთევან ნანდოშვილი
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
დაწყებითი/ VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
18 მოსწავლე / განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას, დაახასიათებენ და შეადარებენ პლანეტებს სხვადასხვა
მახასიათებლების მიხედვით, შეძლებენ სხვადასხვა
პლანეტების აღწერას, მოდელის შექმნას.
·
განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ანალიზის, ინფორმაციის
მოძიებისა და დახარისხების, თანამშრომლობის
უნარ -ჩვევები.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ ინდიკატორები
|
ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური
სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი
ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI.
5. მოსწავლეს
შეუძლია
დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
მათ. VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
მათ. VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული
ანალიზი.
ს.გ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ელემენტები
და პრინციპები ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.VI.5. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VI.6. მოსწავლეს
შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო
პრობლემების გადასაჭრელად.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება ციფრული
მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2.
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად
გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეეებმა იციან რა არის მზის სისტემა , პლანეტები,მთვარე, მზე.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის და
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობის შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესური
|
სახელმძღვანელო ,, ბუნება“-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, დავით კერესელიძე.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი www.google.ge. YouTube.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა - 2 წთ.
აქტივობა 1. ორგანიზება მთელი კლასის- 3 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ
:
• რა არის კოსმოსი?
• რა არის გალაქტიკა და როგორი
ფორმის გალაქტიკები არსებობს?
• რა ჰქვია ჩვენს გალაქტიკას და
როგორი ფორმისაა იგი?
• რა ქმნის მზის ოჯახს?
• ჩამოთვალეთ მზის სისტემის პლანეტები.
აქტივობა 2. საშინაო დავალების
შემოწმება 40 წთ.
მოსწავლეები წარმოადგენენ წყვილებში შექმნილ პლანეტების პრეზენტაციებს და მოდელებს.
აქტივობა
3. ჯგუფური მუშაობა - 25 წთ.
ვაძლევ 8 დავალებას:
1. რითი არის
გამოირჩეული კომეტა? 1 ქულა
2. რა არის
ასტეროიდი და სად მდებარეობს
ასტეროიდების სარტყელი? 1 ქულა
3. რითი განსხვავდება
მეტეორი მეტეორიტისგან?
4. წაიკითხე ტექსტი.
გამოიანგარიშე და ჩაწერე პასუხი.
ა) რამდენ საათს მოანდომებს დედამიწა ორკვირა-ნახევრის განმავლობაში საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას.
ბ)
შენ უკვე იცი, რომ დედამიწა მზის ირგვლივ
ბრუნავს.
ჩავთვალოთ,
რომ დედამიწამ გარკვეული მანძილის გავლას მთელი შემოდგომა და ზამთრის ერთი თვე მოანდომა. გამოიანგარიშე, კიდევ რამდენი კვირა სჭირდება დედამიწას სრული წრის შესრულებისთვის.
5) პლანეტა ვენერას
წელიწადი დედამიწის 225 დღის ტოლია, ხოლო ერთი დღე დედამიწის 243 დღისა. ახსენი რატომ? დედამიწაზე შენ
13 წლის
ხარ. გამოიანგარიშე, რამდენი წლის იქნები მერკურის (88 დღე- ღამე მზის ირგვლივ შემოვლის
დრო) წლით?
6) არსებობს თუ
არა დედამიწაზე ადგილები, სადაც სეზონები არ იცვლება და მთელი წლის
განმავლობაში დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია? თუ არსებობს, დაასახელე ეს ადგილები.
7) შექმენი პლასტელინის
დახმარებით მზის და მთვარის დაბნელების მოდელები.
8) ნახაზს გაუკეთეთ
შესაბამისი წარწერები.
![]()
აქტივობა-4. ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია. 15
წთ.
ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ თავიაანთი ჯგუფის ნამუშევრებს. მოახდენენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას.
აქტივობა-5.
3. 2. 1.- 3
წთ.
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ
ჩამოწერონ:
3 რამ რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე
2
რამ რაზეც მინდა მეტი გავიგო
1
რამ რაც გაუგებარია.
შეფასება- 2 წთ.
|
გაკვეთილის თემა
|
ყვავილოვანი მცენარეები (შემაჯამებელი )
|
საგანი/პედაგოგი
|
ბუნებისმეტყველება/
ქეთევან ნანდოშვილი
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
დაწყებითი/ V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
21 მოსწავლე / განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას, დაახასიათებენ და შეადარებენ ყვავილოვან
მცენარეებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, შეძლებენ სხვადასხვა
ყვავილოვანი მცენარეების ნაწილების აღწერას, მოდელის შექმნას.
·
განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ანალიზის, ინფორმაციის
მოძიებისა და დახარისხების, თანამშრომლობის
უნარ -ჩვევები.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ ინდიკატორები
|
ბუნ.V.6. მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების
მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს
კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანები
სხვა მცენარეებისგან;
·
ასრულებს
ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს (მაგ., ლანცეტი/დანა, გამადიდებელი ხელსაწყოები) მცენარის ორგანოების აგებულების შესასწავლად, დაკვირვების შედეგებს
წარმოადგენს ნახატის სახით;
·
იკვლევს
ყვავილის ძირითად ნაწილებს და მათ
ფუნქციებს
მცენარის გამრავლებას უკავშირებს;
·
მოცემული
ინსტრუქციის მიხედვით იკვლევს,
თუ რა საკვები წარმოიქმნება ფოთოლში მზის ენერგიის ხარჯზე;
·
ატარებს
ცდას და ავლენს ღეროსა და ფესვის წყალგამტარ ფუნქციას. გადმოსცემს ცდის ეტაპების თანმიმდევრობას, აკეთებს დასკვნებს.
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია
დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად
გამოყენება.
ს.გ.V.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.V.5. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.V.6. მოსწავლეს
შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო
პრობლემების გადასაჭრელად.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეეებმა იციან როგორი მცენარეა ყვავილოვანი მცენარე, რა ნაწილებისაგან
შედგება იგი. როგორია მათი სასიცოცხლო ციკლი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის და
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობის შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესური
|
სახელმძღვანელო ,, ბუნება“-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, დავით კერესელიძე.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი www.google.ge. YouTube.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა - 2 წთ.
აქტივობა 1. ორგანიზება მთელი კლასის- 3 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ
:
• რატომ მიაკუთვნებენ მცენარეებს
ცოცხალ ორგანიზმებს?
• როგორ მცენარეს ჰქვია ყვავილოვანი
მცენარე?
• ჩამოთვალეთ ყვავილოვანი მცენარის
ორგანოები.
აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება
- 25 წთ.
1.
მოსწავლეები წარმოადგენენ წყვილებში შექმნილ პრეზენტაციებს. I-ფესვი, II-ღერო, III-ფოთოლი, IV-ყვავილი.
2.
მოახდენენ პრეზენტაციის ურთიერთშეფასებას.
3.
ჯგუფები ერთმანეთს მისცემენ შეკითხვებს.
აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა - 5 წთ.
ვაძლევ 4 დავალებას:
I- პომიდვრის ყვავილს გაშლამდე დოლბანდის ნაჭერი
შემოახვიეს, რათა დაეცვათ ის მწერებით ან ქარით დამტვერვისაგან. ყვავილი გაიშალა
და მცენარემ ნაყოფი გამოიღო. როგორ ახსნით ამ ფაქტს?
II- გროვდება საკვებ ნივთიერებათა მარაგი ერთწლიან, ორწლიან
და მრავალწლიან მცენარეებში?
III- აღმოაჩინე შეცდომა
და გაასწორე.
1.
ფესვი მცენარის მიწისზედა
ორგანოა.
2.
მთავარი ფესვი ჰორიზონტალურად
არის განლაგებული.
3.
გვერდითი ფესვებიდან
წარმოიქმნება მთავარი ფესვი.
4.
გვერდითი ფესვი ღეროს
გაგრძელებაა.
5.
ყველა მცენარის ფესვი
ერთნაირია.
IV- რატომ არ არის მიზანშეწონილი საძინებელში ოთახის
ყვავილების მოთავსება.
აქტივობა-4. ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია. 5 წთ. ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ თავიაანთი ჯგუფის ნამუშევრებს. მოახდენენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას.
აქტივობა-5. 3. 2. 1.- 3 წთ.
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ
ჩამოწერონ:
3 რამ რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე
2
რამ რაზეც მინდა მეტი გავიგო
1
რამ რაც გაუგებარია.
შეფასება- 2 წთ.
|
გაკვეთილის თემა
|
კონტინენტები
|
საგანი/პედაგოგი
|
ბუნებისმეტყველება/
ქეთევან ნანდოშვილი
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
დაწყებითი/ V კლსი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე/ განსაკუთრებული მიდგომების
საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას, დაახასიათებენ და შეადარებენ
კონტინენტებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, შეძლებენ მნიშვნელოვანი ობიექტებისა
და მათი ნაწილების აღწერას, მოდელის შექმნას.
·
განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ანალიზის, ინფორმაციის
მოძიებისა და დახარისხების, თანამშრომლობის
უნარ -ჩვევები.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ ინდიკატორები
|
ბუნ.V.6. მოსწავლეს
შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს რუკაზე ან
გლობუსზე რელიეფის და ჰიდროსფეროს შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს (მაგ.,
ოკეანეები, ზღვები, ყურეები,
სრუტეები, კონტინენტები, კუნძულები, ნახევარკუნძულები) და ადარებს ერთმანეთს;
·
აგროვებს ინფორმაციას, ახასიათებს
და ადარებს
კონტინენტებს სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით (ფართობი, მდებარეობა ნახევარსფეროებში ეკვატორისა და
პოლუსების მიმართ, სპეციფიკური რელიეფი, მცენარეული თუ ცხოველთა სამყარო);
·
ირჩევს ერთ-ერთ
კონტინენტს და ქმნის მის მაკეტს/ სქემატურ ნახატს;
·
დაიტანს მნიშვნელოვან
გეოგრაფიულ ობიექტებს კონტურულ რუკაზე.
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია
დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად
გამოყენება.
ს.გ.V.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.V.5. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.V.6. მოსწავლეს
შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო
პრობლემების გადასაჭრელად.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეეებმა იციან რამდენი კონტინენტი და ოკეანეა დედამიწაზე.
რომელია მათ შორის ყველაზე დიდი, ყველაზე პატარა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
პრეზენტაციის და ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობის
შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესური
|
სახელმძღვანელო ,, ბუნება“-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, დავით კერესელიძე.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი www.google.ge. YouTube.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა - 2 წთ.
აქტივობა 1. ორგანიზება მთელი კლასის- 3 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ
:
• რამდენი კონტინენტი და ოკეანეა დედამიწაზე ?
პროექტორით ვაჩვენებ კონტინენტების და ოკეანეების სურათებს. მათ უნდა ამოიცნონ
ისინი.
აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება
- 25 წთ.
მოსწავლეები წარმოადგენენ წყვილებში შექმნილ პრეზენტაციებს. I-ევროპა, II-აზია,
III-აფრიკა, IV-ჩრდილოეთ ამერიკა, V-სამხრეთ ამერიკა,
VI-ავსტრალია, VII-ანტარქტიდა, VIII-ოკეანეები.
წარმოადგენენ მაკეტებს.
აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა - 6 წთ.
კლასს
ვყოფთ 5 ჯგუფად. ვაძლევ 2 დავალებას:
I-კონტინენტის კონტურულ რუკაზე აღმოაჩინონ შეცდომები და გაასწორონ.სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა კონტინენტის კონტურული რუკა დაურიგდებათ.
II- დაამთავრეთ წინადადებები: მსოფლიოში ყველაზე: 1. წყალუხვი მდინარეა .... , 2. გრძელი მდინარეა ..... , 3. მაღალი ჩანჩქერია .... , 4.უმაღალესი მწვერვალია ..... , 5. მაღლა მდებარე ტბაა ...., 6. ღრმა ტბაა ...., 7. დიდი ტბაა ...., 8. დიდი უდაბნოა ....., 9. მაღალი მთებია ...., 10. დაბალი ადგილია .... .
აქტივობა-4. ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია. 6 წთ. ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ თავიაანთი ჯგუფის ნამუშევრებს. მოახდენენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას.
აქტივობა-5. 3. 2. 1.- 3 წთ.
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ
ჩამოწერონ:
3 რამ რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე
2
რამ რაზეც მინდა მეტი გავიგო
1
რამ რაც გაუგებარია.
შეფასება- 2 წთ.
|
გაკვეთილის თემა
|
ბიოტური ურთიერთობები
|
საგანი/პედაგოგი
|
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
დაწყებითი/ VI კლსი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23 მოსწავლე/ განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები გაეცნონ ბიოტური ფაქტორების შემადგენელ კომპონენტებს,
მათ შორის, მცენარეებისა და ცხოველების ურთიერთობის ფორმებს.
·
შეძლონ ახსნან რამდენად არიან ისინი ერთმანეთთან და
აბიოტურ ფაქტორებთან დაკავშირებულნი.
·
განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ანალიზის უნარ
-ჩვევები.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ ინდიკატორები
|
ბუნ.VI.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი ეკოსისტემები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· აგებს მარტივი ეკოსისტემის მოდელს ცალკეული (ბიოტური და აბიოტური) ელემენტებისაგან;
·
გამოყოფს
ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს ნაცნობ
გარემოში;
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუ-ძლია
დისკუსიაში მონაწი-ლეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების
ეფექტურად გამოყენება.
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შე-უძლია პირად გამოცდილე-ბაზე დაყრდნობით იმსჯე-ლოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნი-შვნელოვანი პრობლემების შესახებ.
ს.გ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია
დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში
მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო
პრობლემების გადასაჭრელად. |
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეეებმა იციან, რომ სხვადასხვა საბინადრო გარემოში სხვადასხვა
პირობებია, რა არის ეკოლოგია, თანასაზოგადოება,
ეკოსისტემა, აბიოტური ფაქტორები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან დაკვირვების და აღწერის უნარით. მათ უნდა შეძლონ
მიღებულ ინფორმაციაზე ანალიზის გაკეთება.
საშინაო დავალებას და ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობას შეფასების სქემის
მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესური
|
სახელმძღვანელო ,, ბუნება“-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, დავით კერესელიძე.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი www.google.ge.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა - 2 წთ.
აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება
- 6 წთ.
გაკვეთილის A-ფაზა- პროვოცირება.
აქტივობა 2. ორგანიზება მთელი კლასის- 5 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ
:
• რა არის კვებითი ჯაჭვი?
• როგორ არიან დაკავშირებული ორგანიზმები კვებით
ჯაჭვში?
• როგორი ორგანიზმები არსებობს კვების ტიპის მიხედვით?
პროექტორით ვაჩვენებ ცხოველების და მცენარეების სურათებს. მათ
უნდა შეადგინონ კვებითი ჯაჭვები.
გაკვეთილის B-ფაზა ,,ცოდნის კონსტრუირება“.
აქტივობა 3. მინი ლექცია-10
წთ.მოსწავლეებს ვაცნობ ახალ მასალას. კომპიუტერის მეშვეობით ვუჩვენებ ჩემს მიერ
მომზადებულ პრეზენტაციას.
გაკვეთილის C ფაზა ,, რეფლექსია“.
აქტივობა 4. ჯგუფური მუშაობა - 6 წთ.
კლასს ვყოფთ 5 ჯგუფად. ვაძლევ 4 დავალებას.
I
დავალება- სავანაში ზოგიერთი ფრინველი
კენკავს ძუძუმწოვრის კანზე მიმაგრებულ ტკიპებს.როგორი ბიოტური დამოკიდებულებაა:
1. ტკიპასა და ძუძუმწოვარს შორის?
II დავალება-სურათების მიხედვით დაადგინეთ, რა ურთიერთობა აქვთ მათზე მოხსენიებულ
ორგანიზმებს ერთმანეთთან.
III დავალება- მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეავსეთ სქემა.
IV დავალება- ნახატის
სახით წარმოადგინეთ და დაახასიათეთ ჩემს მიერ მოცემული ბიოტური ურთიერთობის ფორმა.
•
I ჯგუფი - სიმბიოზი
•
II ჯგუფი - მტაცებლობა
•
III ჯგუფი- კონკურენცია
•
IV ჯგუფი - პარაზიტიზმი
•
V ჯგუფი - ნეიტრალიზმი
აქტივობა-5. ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაცია. 6 წთ. ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ თავიაანთი ჯგუფის ნამუშევრებს. მოახდენენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას.
აქტივობა-6. 3. 2. 1.- 3 წთ.
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ
ჩამოწერონ:
3 რამ რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე
2
რამ რაზეც მინდა მეტი გავიგო
1
რამ რაც გაუგებარია.
აქტივობა-7. საშინაო დავალების პირობის
გაცნობა (მთელი კლასი) -2 წთ.
შეფასება- 2 წთ.
|
გაკვეთილის თემა
|
ნარევები
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
VI კლასი. 24 მოსწავლე
|
აქტივობის მიზნები და
მისაღწევი შედეგები
|
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
ბუნ.VI.5.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებისა
და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს ნივთიერებისა და ნარევის თვისებებს, აანალიზებს მონაცემებს და შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით, ჩამოთვლის ბუნებრივი ნარევის მაგალითებს;
·
ამზადებს ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებს (მაგ., სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა
და წყლის ნარევი), ადარებს მათ და მსჯელობს
მათ შორის განსხვავებაზე;
·
ირჩევს და იყენებს შესაბამის მეთოდებს (მაგ., ამოშრობა, გაცრა, გამოხდა, გაფილტვრა, დაწდომა) ნარევის კომპონენტებად
დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
·
ჩამოთვლის ნარევების გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული წარმოდგენები ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებზე.
|
თანმიმდევრობა
|
A-ფაზა- პროვოცირება.
შესავალი 2წთ.
ა)საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.
ბ)გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა.
I აქტივობა-ორგანიზება მთელი კლასის.მინი ლექცია 10 წთ. განმარტავ ნარევის მნიშვნელობას, მომყავს მაგალითები
ყოველდღიურობიდან და კლასის წინაშე ვასრულებ პრაქტიკულ სავარჯიშოებს:
1.ვურევ გოგირდის ფხვნილს და რკინის ნაქლიბს.
2. ვურევ წყალს და მარილს
3. წყალს და ცარცს
4.ზეთს და წყალს.
ვთხოვ მოსწავლეებს ოთხივე ნარევის დახასიათებას,
კერძოდ- რა აგრეგატულ მდგომარეობაში იყო შერეული ნივთიერებები და როგორია ნარევი
აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით :
II-აქტივობა-ორგანიზება წყვილებში. 25 წთ. კლასს ვყოფ წყვილებად .ჩემი და ქიმიის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები თვითონ ახდენენ ნარევების
დაყოფას.
III -აქტივობა-ორგანიზება მთელი კლასის. სახელმძღვანელოზე მუშაობა. დისტილაციის
მეთოდის გაცნობა.
IV-აქტივობა-ორგანიზება მთელი კლასის.8 წთ.მოკლედ ვაჯამებ გაკვეთილს.
|
შეფასება
|
გაკვეთილზე შევაფასებ ზეპირ კომუნიკაციას და ჯგუფურ მუშაობას.შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ტიპს:კომენტარებით შეფასებას. მოსწავლეთა თვითშეფასებას.
|
საგანმანათლებლო
რესურსები
|
,,ბუნება,,- მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი. გამომცემლობა ,,ბაკურ სულაკაური,, თბილისი 2011. ქიმიური ჭურჭელი
|
ანგარიში
გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე:
31.10.2013
სკოლა: ბოდბის საჯარო სკოლა კლასი:
VI
მასწავლებელი: ქეთევან ნანდოშვილი საგანი:
ბუნებისმეტყველება
ძირითადი
თემა : ნარევები და მათი დაყოფა
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით
ბუნ.VI.5.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება,
ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ადარებს
ნივთიერებისა და ნარევის თვისებებს, აანალიზებს
მონაცემებს და შედეგებს წარმოადგენს
ცხრილის სახით, ჩამოთვლის ბუნებრივი
ნარევის მაგალითებს;
·
ამზადებს
ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებს (მაგ.,
სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა და წყლის ნარევი), ადარებს მათ და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
·
ირჩევს
და იყენებს შესაბამის მეთოდებს (მაგ., ამოშრობა, გაცრა, გამოხდა, გაფილტვრა, დაწდომა) ნარევის კომპონენტებად დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
·
ჩამოთვლის ნარევების
გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური
ცხოვრებიდან.
ძირითადი სასწავლო რესურსები: წიგნი, ქიმიური ჭურჭელი, დაფა, თვალსაჩინოება.
გაკვეთილის შედეგები
- მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. მე
კმაყოფილი ვარ მიღწეული შედეგებით. მოსწავლეებზე დიდი გავლენა იქონია ქიიმის კაბინეტმა
(წინა წლებში ამ გაკვეთილს ვატარებდი კლასში). ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული
საგაკვეთილო პროცესში და უფრო მეტად მოტივირებულნი იყვნენ
როდესაც თვითონაც მონაწილეობდნენ ცდების ჩატარებაში, ასეთი გაკვეთილი
არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ
აღქმაში და გაგებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий