ტრენინგების, სემინარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები












                                       მადლობის ფურცელი





                                                
                                         ანგარიში

თარიღი 12.11.2013

1.     ტრენინგის შესახებ:
  • ტრენინგის დასახელება:  ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი:   მასწავლებლის სახლი
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  1 დღე (4 საათი)
2.   მიზანი და დღის წესრიგი:
  • მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა  „Movie Maker- ის გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
  • დღის წესრიგი:
Ø  წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
Ø  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø  ისტ - თ გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ
Ø  რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. - 10წთ
Ø  D - GP - IP - პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. 45 წთ
Ø  შესვენება - 20წთ
Ø  ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
Ø  ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
Ø  პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
Ø  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი    - 20 წთ.
Ø  D GP IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა - 30წთ
Ø  გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  - 10წთ
Ø  ტრენინგის შეფასება  - 10 წთ

3.   ტრენინგის მსვლელობა:
  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ 2 შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·         ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
  • ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
·         რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·         D - GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა განმარტა,  რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
  • შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
  • ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
  • ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა და გვითხრა, რომ სავარჯიშო ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა ამითაც.
  • პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
  • D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა: ტრენერმა გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
  •  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
  • დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
  • ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მათვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება.
4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
5.   ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში.

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბის საჯარო სკოლის
ბუნებისმეტყველები მასწავლებელი 
ქეთევან ნანდოშვილი                                                            
     

                                               ანგარიში
თარიღი 9. 07. 2013

1.     ტრენინგის შესახებ:
  • ტრენინგის დასახელება:  ,,მასწავლების პროფესიული განვითარება.
    თვითშეფასება.
    კოლეგების ურთიერთშეფასება.
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი:   თბილისის მასწავლებლის სახლი.
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  2 დღე (10 საათი).
2.   მიზანი და დღის წესრიგი:
  • მიზანი:
  • მონაწილეებმა იმსჯელონ და განიხილონ მასწავლებლის პიროვნული დამოკიდებულებები საკუთარი პროფესიისადმი.
·         გაიაზრონ საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობა  სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში.
·         განიხილონ წარმატებული სკოლის მახასიათებლები და პროფესიული განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობა. განიხილონ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლები და კომპეტენციები.
·         მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და  მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელების  გაცნობა.
·         საკუთარი გამოცდილების  დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან.
  • გაეცნონ სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესს და შეადრონ საკუთარ გამოცდილებას.
  • დღის წესრიგი:
Ø  წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა.
Ø  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები 
3.   ტრენინგის მსვლელობა:
  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ  შეკითხვებს :
როგორ მოვიაზრებთ ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში?
მე მასწავლებლი ვარ
მე მასწავლებლად ვმუშაობ
·         მასწავლებლობა თქვენთვის სამსახურია თუ პროფესია?
·         მასწავლებლობა თქვენთვის ვალდებულებების შესრულებაა, სამსახურთან დაკავშირებით, თუ პიროვნული თვითრეალიზაცია?
·         რა ღირებულებები არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
·         ემთხვევა თქვენი ღირებულებები თქვენი სამსახურის ღირებულებებს?
·         რა არის „სკოლის“ ღირებულებები?
  • რომელ პროგრამულ თუ სხვა ტიპის დოკუმენტებშია ჩვენი განათლების ღირებულები გაწერილი?
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები.
                            ტრენინგის I დღე
                                                საკითხები
1.ტრენინგის პროგრამის პრეზენტაცია;
2. პროფესიული იდენტიფიკაცია;
3. განათლების ღირებულებების გააზრება;
4. წარმატებული სკოლის კრიტერიუმები;
5. პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლები და კომპეტენციები;
6. მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის განხილვა;
7. მასწავლებლის საქმიანობის თვითშეფასება და შეფასება;
            8. შესრულებული სამუშაოს შეფასების ფორმები, მეთოდები, მოდელები.
                                               ტრენინგის II დღე
                                                                     საკითხები
  • წარმატებული სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის პრინციპები;
  • პროფესიული განვითარების ფორმბი;
  • თანამშრომლობა სკოლაში სწავლების ხარისხის განვითარებისთვის;
  • ურთიერთსწავლების მოდელები;
  • თვითშეფასების პიროვნული მახასიათებლების კვლევა;
  • ,,კრიტიკული მეგობარი”-მოდელი, დაკვირვების ფორმები და მეთოდები;
  • პროფესილი განვითარების სქემის განხილვა ( პროფ. სტანდარტებზე დაფუძნებული აქტივობების შეფასება).
·         ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა ჩვენი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი  დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. ჩვენი ტრენერი იყო ანუ ნარიმანიძე. იგი მაქსიმალურად ცდილობდა შეექმნა ჩვენთვის ხელსაყრელი სამუშაო პირობები. ნათლად აშუქებდა თითოეულ საკითხს და არ იშურებდა ენერგიას ჩვენამდე მოეტანა ყველა ის სიახლე , რაც ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას. მან ამისათვის უამრავი აქტივობები გამოიყენა.
4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
        აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგი საშუალებას აძლევს პედაგოგებს გაიაზრონ საკუთარი კომპეტენცია, რამდენად წარმატებულნი და მორგებულნი არიან თანამედროვე სკოლის მოთხოვნებსა და სტანდარტებს. იგი საშუალებას იძლევა  კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი პროფესიონალიზმი და დაგეგმონ შესრულებადი მიზნები პროფესული განათლების სრულყოფის მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლეგებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სტრატეგიების გაცნობა, როგორც, პროფესიული ზრდის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ღირებულია იმ სტანდარტების ცოდნაც, რაც წარმატებული სკოლის სხვადასხვა აქტივობაში აისახება. ტრენინგი დიდ დახმარებას უწევს პედაგოგებს, რადგან ნათლად გვაჩვენებს სქემაში ჩართვის შემდეგ რა საჭიროებებია  დასაგეგმი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისათვის.  ტრენინგზე დასწრებამ მომცა სტიმული, გამიზარდა მოტივაცია ახალი იდეების, სწავლისა და სწავლებისათვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის, გადავხედავ ჩემს საქმიანობას, გადავაფასებ უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიულ ჩვევებსა და უნარებს. გავხდები ინფორმაციის და სწავლის მაძიებელი, პრობლემის გადამჭრელი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარი, რასაც ავსახავ საკუთარ პორტფოლიოში.
 ტრენინგის შემდეგ:
      ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით  გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა და საშინაო დავალება:  შეიმუშავეთ ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმები და გადმოაგზავნეთ ცენტრში.
      გთხოვთ, გააგზავნოთ  წერილი ტრენინგის შეფასებით.
       ნამუშევრები გააგზავნეთ ელექტრონული ფოსტით  მისამართზე: kjgenti@tpdc.ge, kaxaJgenti@yahoo.com. (tel.577 64 65 21).
 ეს მოგვცემს საშუალებას დროულად და დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია აქტივობების შესახებ და გაგიწიოთ თქვენთვის საჭირო კონსულტაციები.
    შევიმუშავე ინდივიდუალური პროფესიული განვითარების ერთწლიანი გეგმა  და გადავაგზავნე ცენტრში.

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის
ბუნებისმეტყველების მასწავლებელი   ქეთევან ნანდოშვილი 
                   
ტრენინგი „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ( I და II დონე)



Комментариев нет:

Отправить комментарий